ვებგვერდი "ქართული ხელნაწერი წიგნი" განხორციელდა სსიპ ქართველოლოგიის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფონდში რუსთაველის ფონდი(რუსთაველის ფონდი), ამჟამად რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდში, 2008 წელს მოპოვებული გრანტის (N 016-08) მეშვეობით. ვებგვერდზე გამოთქმული ნებისმიერი აზრი ეკუთვნით ავტორებს და, შესაძლოა არ ასახავდეს სსიპ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერი ფონდის შეხედულებებს.

ვებგვერდის მიზანია ყურადღება გაამახვილოს ქართული ხელნაწერი წიგნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ და ზოგადკულტურულ მნიშვნელობაზე; ვიზუალური მასალის თანხლებით საზოგადოებას მიაწოდოს  ქართული ხელნაწერი წიგნის შესახებ სრული ინფორმაცია.

პროექტზე იმუშავეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერთა ჯგუფმა _ ნესტან ჩხიკვაძემ (ფილოლოგიის დოქტორი, პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი), ლელა შათირიშვილმა (ფილოლოგიის დოქტორი, პროექტის მენეჯერი), მაია კარანაძემ (ფილოლოგიის დოქტორი) და ახალგაზრდა თანამშრომლებმა – თამაზ გოგოლაძემ, შორენა მურუსიძემ (კომპიუტერული უზრუნველყოფა). ცალკეული საკითხების მომზადებაში მონაწილეობა მიიღო ეროცნული ცენტრის მეცნიერმა თამარ აბულაძემ (ფილოლოგიის დოქტორი).